19 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მოძრაობის "საქართველოსთვის" აქტივისტის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მოძრაობის "საქართველოსთვის" აქტივისტის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება.

მუმლაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ძალადობიდან თავის დახსნის მოტივზე მედავებიან, რომ თავი რატომ გადავირჩინე. ეს პრეცედენტი შექმნის ძალიან ცუდ პრაქტიკას, იმ კუთხით, რომ ეს არის სხვა აქტივისტებისთვის ნიშანი იმისა, რომ სამომავლოდ ისინი თუ არ გაჩერდებიან, ერთი, რომ მათ შეიძლება დაემუქროთ სისხლის სამართლებრივი დევნა, მეორე მხრივ, მათი ოჯახის წევრებს შეავიწროვებენ. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ, მოძრაობა "საქართველოსთვის" არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ," - აცხადებს მოძრაობის "საქართველოსთვის" აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

 "ის პოლიციელები, რომლებიც დღეს უნდა დაიკითხონ სასამართლოში, მას ახრჩობდნენ, მას უზღუდავდნენ სიცოცხლის უფლებას. გიორგი მუმლაძე ერთადერთი, ცდილობდა, რომ მას ესუნთქა და ამიტომ ითავისუფლებდა თავს. დღეს ის კრიმინალები, რომლებიც სასამართლო დარბაზში უნდა დაიკითხონ, ის პოლიციის თანამშრომლები, პასუხის გაცემა მოუწევთ, თუ გიორგი მუმლაძეს რატომ ახრჩობდნენ და რატომ ექცეოდნენ საქართველოს მოქალაქეს ასე უხეშად,"- ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

გიორგი მუმლაძე სამართალდამცველებმა 14 აპრილს "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე ოთხ აქტივისტთან ერთად დააკავეს. ისინი ოკუპირებული რეგიონებიდან ჩამოსულებისთვის სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

დღის ამბები