19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
კანონი ირღვევა, მაგრამ მმართველ გუნდს არ სურს საპატრიარქოს გაბრაზება და გაღიზიანება - ნიკა სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პანსიონატთან მიმართებით სახელმწიფოს რეაგირება არის ნულოვანი. სიმონიშვილის თქმით, აუცილებელია ხელისფულებამ სახალხო დამცველს მხარი დაუჭიროს.

"აქ კანონი დაირღვა, ეს არის ცალსახა, სახელმწიფოს რეაგირება არის ნულოვანი და არაფერი გაუკეთებიათ მათ. მეტიც, გვესმოდა განცხადებები, რომ პანსიონში ყველაფერი წესრიგში იყო. რომც ყოფილიყო ყველაფერი წესრიგში, სახალხო დამცველს მაინც აქვს იქ შესვლის უფლება და სწორედ აქ დაირღვა კანონი. მმართველ გუნდს არ სურს საპატრიარქოს გაბრაზება და გაღიზიანება. გავიხსენოთ 2018 წლის არჩევნების პირველი ტური, როდესაც საპატრიარქო ხელისუფლებამ გააღიზიანა და სასურველი შედეგი ვერ დაიდო. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი. 

ვხედავთ, რომ გარკვეული რეაგირებები განხორციელდა და დაიწყო მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებები გახდა ცნობილი. ამდენად, როდესაც სამართლებლივი ბერკეტების ამუშავებაზე ვსაუბრობთ, აქ ხელისუფლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის საშუალება, ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. განსხვავებული აზრის მქონე პირების შეშვება არ უნდათ იქ. მხარი უნდა დაუჭირონ ლომჯარიას და შეწყვიტონ მსგავსი განცხადებების გაკეთება. 

რაც შეეხება გადარიცხულ თანხებს, კანონმდებლობა საპატრიარქოს არ ავალდებულებს, გამჭვირვალე გახადოს თანხები. ის თანხა, რაც გადის ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთან, იქ წერია, რომ გამჭვირვალობა სრულად საპატრიარქოს კეთილ ნებაზეა. როდესაც ეს საკითხი ბუნდოვანია, კითხვები ყოველთვის იარსებებს,"- აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

მისივე თქმით, შეზღუდვას პანსიონი მხილოდ ომბუდსმენს არ უწესებს, დაწესებულება განსხვავებული აზრის მქონე პირებისთვის დახურულია. 

დღის ამბები