24 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
ორმხრივი სროლა ქუთაისში - პოლიცია ამ დრომდე ეძებს ინცინდენტში მონაწილე პირებს

ორმხრივი სროლა ქუთაისში - დაჭრილია მამაკაცი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს ინციდენტში მონაწილე პირებს.

როგორც თვითმხილველების ჰყვებიან, იყო ფიზიკური დაპირისპირება, რის მერეც მხარეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყეს. ბრმა ტყვია მოხვდა მოქალაქეს, რომელიც იქვე მდებარე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. 

"იყო ქვედა კიდურში, ბარძაყის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა. მოხდა მისი ქირურგიულად დამუშავება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დამაკმაყოფილებელია, უგრძელდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები,"- განმარტავს ექიმი.

სამართალდამცავებს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე პირები, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია ამოწმებს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერებს.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები