"კურიერმა" პოლიციის შენობიდან გადამხტარი მამაკაცის მეუღლის ვინაობა გაარკვია - 42 წლის სოფიო ჯანელიძე მედიასთან კომენტარისგან თავს იკავებს. "კურიერის" გადამღები ჯგუფი მასთან სახლში მივიდა, თუმცა სოფიო ჯანელიძემ კარი არ გააღო.
"კურიერის" ინფორმაციით, 42 წლის ქალი წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან მეუღლესთან დაბრუნება არ ისურვა. სწორედ ამის წინააღმდეგი იყო მამაკაცი, რის გამოც დაიწყო კონფლიქტი. ცოლმა მეუღლეს პოლიციაში უჩივლა და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა. მამაკაცი განყოფილებაში სწორედ ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე იმყოფებოდა.
46 წლის ლევან გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მეორე სართულიდან ვარდნის შედეგად მან მრავლობითი დაზიანებები მიიღო.