26 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
ბოტსვანაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბრილიანტი აღმოაჩინეს - მისი ზომა 1,098 კარატია

ბოტსვანაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბრილიანტი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ გაავრცელა. 1,098 კარატიანი ქვა მსოფლიოში სავარაუდოდ, სიდიდით მესამე ბრილიანტია.

ბრილიანტი, ჯვანენგის მაღაროში აღმოაჩინეს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქიდან, გაბორონედან დაახლოებით 75 მილის დაშორებით მდებარეობს.

მთავრობის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრილიანტიდან მიღებული თანხა ქვეყნის ეროვნულ განვითარებას მოხმარდება.

ბრილიანტის კომპანია "დებსვანას" ცნობით, 1982 წელს გახსნილი ჯვანენგის მაღარო, წელიწადში საშუალოდ, 12,5 მილიონიდან 15 მილიონ კარატამდე ბრილიანტს იძლევა. ბოლო აღმოჩენა კი ყველაზე დიდი მონაპოვარია.

დღის ამბები