26 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
სომხეთის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი ლიდერობს

სომხეთის ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი ლიდერობს.

უკვე დათვლილია ხმების 86% და ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო შეთანხმებას" აქედან ხმების 55% აქვს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი" 20%-ით.

ნიკოლ ფაშინიანმა გამარჯვება უკვე აღნიშნა და მხარდამჭერებს საღამოს ერევნის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა.

რობერტ ქოჩარიანმა არჩევნების გაყალბებაზე საუბარი უკვე დაიწყო. გვიან ღამით "სამოქალაქო შეთანხმების" ოფისთან ხმაურიც იყო. ადგილზე, სადაც ფაშინიანის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, პოლიციამ ერთი პირი დააკავა . არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდა.

დღის ამბები