19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
ხორავას გახმაურებული საქმის სასამართლო დასრულებულია - სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი მენაბდე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის განხილვა დასრულებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი მენაბდე პატიმრობაში რჩება. საქმე ეხებოდა დეკანოზ შიო მენაბდის შვილს, რომელიც პოლიციამ საქმეში არსებული ახალი გარემოებებიდან გამომდინარე დააკავა. გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

"სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ბრალდების მხარე მხარს უჭერდა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვების საფუძველს, იმიტომ, რომ არსებობდა რისკი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედებისა. სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტაცია და ბრალდებული გიორგი მენაბდე დატოვა პატიმრობაში," - განაცხადა პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე გიორგი მენაბდის ადვოკატმა დავით დადიანმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქმეს კიდევ სჭირდებოდა სიღრმისეულად გამოძიება და ბრალდებულის მიმალვის საფრთხე საერთოდ არ არსებობს.

დღის ამბები