19 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ხორავა ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - მას ბრალდება ახალ ეპიზოდს ედავება

დღეს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ. პროცესს დაესწრება თავად კალანდია, ბრალდება მას ახლა უკვე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ბრალდებულის უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ საქმეში არ იქნება მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.

"ბრალდების მხარე ვალდებულია წარმოადგინოს მოწმეები და დაადასტუროს ის ბრალი, რასაც ედავება მიხეილ კალანდიას. მიხეილ კალანდიამ კატეგორიულად დააფიქსირა თავისი პოზიცია გამოკითხვაზე, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ წავა არანაირ საპროცესო გარიგებაზე. მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და კალანდია უშუალოდ იქნება წარმოდგენილი სხდომაზე,"-აცხადებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დღის ამბები