დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი განახლდება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
თავად მელია სხდომას არც ამჯერად დაესწრება. მისი თანაპარტიელები კი კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლებას პოლიტიკური პროცესების მანიპულაციაში ადანაშაულებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.