09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ყირიმში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში მასობრივი პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო. ადგილობრივებისთვის რუსული დოკუმენტების გაცემა სიმფეროპოლში დილიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ პასპორტებით ისინი დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობას ვერ შეძლებენ.

საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ განაცხადის წარდგენიდან ერთ თვეში მოქალაქეები ახალი თაობის პასპორტებს აიღებენ. მოსახლეობამ იცის, რომ ახალი პასპორტებით დასავლეთის ქვეყნებში ვერ იმოგზაურებენ. თუმცა, ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან ზუსტად იციან, რომ ისრაელისა და თურქეთის კურორტებზე მოგზაურობის პრობლემა არ შეექმნებათ. ზოგს ისიც სჯერა, რომ დროთა განმავლობაში ეს შეზღუდვებიც მოიხსნება და ამ პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებშიც შევლენ.

საერთაშორისო გაერთიანება ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთებას უკანონოდ მიიჩნევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები