20 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
სად არის მოსალოდნელი ყველაზე ძლიერი სიცხე დღეს საქართველოში - ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. დღეს, 25 ივნისს, სინოპტიკოსები ყველაზე ძლიერ სიცხეს - 39 გრადუსს ქალაქ რუსთავში ვარაუდობენ, ყველაზე დაბალი ტემპერატურა - 23 გრადუსი კი ბათუმში იქნება. 

 

ამინდი რეგიონების მიხედვით:

დღეს ბათუმში 23, ფოთში კი 24 გრადუსი სითბო იქნება.

+25 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.

ზუგდიდში ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება.

ახალციხეში +31 გრადუსია ნავარაუდევი.

28 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.

ლენტეხსა და ცაგერში +31, ამბროლაურში კი +32 გრადუსია მოსალოდნელი.

33 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში 36 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.

+37 გრადუსი იქნება თბილისში.

რუსთავში 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

35 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში, სიღნაღში +34, ყვარელში კი +36 გრადუსია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

დღის ამბები