03 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
"ჯობია მოკვდეს, ბავშვმა რომ ნახა, ჩემი სახლი იწვისო, იტირა" - არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებულების უმკაცრესად დასჯას მათივე ნათესავებიც მოითხოვენ

სენაკის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც დაახლოებით ერთ საათში არასრულწლოვანი დების მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სხვა სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებული მამა-შვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, დაკავებულის ოჯახის წევრებიც მივიდნენ. 

უმძიმესი ბრალდების საფუძველზე დაკავებული მამაკაცის ნათესავები, დაზარალებული ოჯახის მსგავსად, მათ უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

"მოკვდეს, რათ მინდა მე ისინი, მაგრამ ბავშვები მეცოდება, რომ ნახა, ჩემი სახლი იწვისო, იტირეს. ის ჯობია მოკვდეს," - ამბობს ბრალდებულების ახლობელი.

მოსამართლემ დღეს დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე 63 და 36 წლის მამა-შვილს პოლიციამ ბრალი გუშინ წარუდგინა. 

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები