საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჩაილურში ერთმანეთს სწრაფად მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მანქანაში მჯდომმა 45 წლის ქალმა და ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოტოციკლის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი დაშავდნენ.
ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.