03 სექტემბერი 2026,   23:46
ვრცლად
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ოზურგეთის სასამართლო მსჯელობს

ოზურგეთის რაიონული სასამართლო იმ 13 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს, რომელთაც ბრალად პოლიციის შენობაში შეჭრა და სამართალდამცველების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ედებათ.

ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. დაცვის მხარემ კი, ცამეტივე პირის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული და სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.

დღის ამბები