02 სექტემბერი 2026,   15:47
ვრცლად
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებულ 13 დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ცამეტივე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რითაც მოსამართლე ია ბარამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ამასთან, დაკავებულების ახლობლები პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები, სადაც ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ორი დღის წინ ურეკში მოხდა. ბრალდების მიხედვით, 13 პირი პოლიციის შენობას დაესხა თავს და პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მოტივად ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლება სახელდება.

 
დღის ამბები