03 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
13 წლის ბიჭი მეგობარმა გოგომ პარკში შეიტყუა და 2 არასრულწლოვანს მოაკვლევინა - წინასწარ დაგეგმილი სასტიკი მკვლელობა დიდ ბრიტანეთში

13 წლის ბიჭი მეგობარმა გოგომ პარკში შეიტყუა, სადაც ორმა არასრულწლოვანმა მოზარდს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს და მიატოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა გოგოს მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი.

დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი 14 წლისაა. 14 წლისაა ასევე გოგონა, რომელმაც მკვლელობის პროვოცირება და დაგეგმვა მოახერხა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, რომელიც მკვლელობის მომენტში 13 წლის იყო, ოლივერ სტეფენსს ზურგის მხრიდან მიეპარა და დანა ჩაარტყა, ხოლო მეორე თავდამსხმელმა მსხვერპლს ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა, ამ ყველაფერს კი გოგონა უყურებდა.

დანაშაულში მოქმედ არასრულწლოვნებს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ წაყენებული. შემთხვევა რომელსაც სასამართლო იხილავს 2021 წლის 3 იანვარს, დიდ ბრიტანეთში მოხდა. არასრულწლოვნები ჩადენილ მძიმე დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებენ.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები