გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის - "კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" - პირველად, ქედის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განხორციელდება.
2021 წელს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 64 სოფლისთვის, 1 000 000-მდე ლარი გამოიყო, რომელიც ყველა სოფელზე გადანაწილდა და მხოლოდ ის პროექტები დაფინანსდება, რომლებსაც თითოეული სოფლის თუ დაბის მაცხოვრებელი თავად წარადგენს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტში ჩართულები არიან მობილიზატორები, რომლებიც მოსახლეობას, წინასწარ შედგენილი საინფორმაციო ბუკლეტებისა და კითხვარების საშუალებით დეტალურად უყვებიან პროექტის შესახებ.
მობილიზატორები მოსახლეობას შემდგომში ასევე დაეხმარებიან პროექტების წერის პროცესში – გაუწევენ კონსულტაციებს, დაარეგისტრირებენ პროექტებს და გადასცემენ მერიას, რომ უკვე კომისიამ განიხილოს.
პროგრამა საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.
ქედის მუნიციპალიტეტში შესულია 237 პროექტი, საიდანაც 5 ივლისს გამოვლინდებიან გამარჯვებულები. კონკურსში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა, 14 წლის გაბრიელ ალელიშვილს, როგორც ყველაზე კრეატიული პროექტის ავტორს, სპეციალური პრიზი სოზარ სუბარმა გადასცა.