03 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შედის, რადგან რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია

ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან კონფლიქტზეც ისაუბრა. პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ რა აზრი უნდა ჰქონდეს ზელენსკისთან შეხვედრას მაშინ, როცა უკრაინის მართვა პრეზიდენტმა საგარეო ძალებს გადააბარა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შედის, რადგან რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთმა იცის, რომ მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში, ისინი კონფლიქტიდან გამარჯვებულები ვერ გამოვლენ.

დღის ამბები