20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
"თუ კვერცხი მოხვდება აშშ-ის ელჩს ღირსი იქნება" - რადიკალური ჯგუფები მოქალაქეებს დახურული ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ

ამ წუთებში ხმაურია შენობასთან, სადაც "თბილისი პრაიდის" ფარგლებში პირველი ღონისძიება უნდა გაიმართოს.

დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის დახურული ჩვენება, თუმცა ადგილზე გადაადგილების შესაძლებლობას მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მოქალაქეებს არ აძლევენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. 

"პატარა ბილიკია, საიდანაც აპირებენ გარყვნილებაში მყოფი პირების შეყვანას ფილმის ჩვენებაზე. ამ ბილიკზე მიდის დავა, ვინ დაიკავებს პოლიცია თუ ხალხი. პოლიცია თუ არ დაეხმარება, კინოში ვერ შევლენ. ჩვენ არავის ვერჩით, მათი გამოსწორება გვინდა. თუ კვერცხი მოხვდება აშშ-ის ელჩს, ღირსი იქნება, სადაც 90 წლის პოზნერს ესროლეს, მოხვდეს სხვასაც,"- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი. 

დღის ამბები