ამ წუთებში, ტერიტორიაზე, სადაც რადიკალური დაჯგუფებები "თბილისის პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ, დაპირისპირებაა.
რამდენიმე წუთის წინ, აქტივისტების გარკვეული ჯგუფი წამოვიდა მსვლელობით ტერიტორიისკენ და მათ გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. პოლიციამ დაიწყო მათი გადაყვანა გზის სავალი ნაწილიდან, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები პოლიციის კორდონის გარღვევას და გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობენ, იმ კლუბის შესასვლელისკენ, სადაც დახურული კინოჩვენება უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ 7 საათზე "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება - დახურული კინოჩვენება უნდა გაიმართოს.