სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ ღონისძიებას და მის პარალელურად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მაქარაშვილი ამბობს, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს და მოცემული რეალობა შეიცვალოს.
მისი თქმით, ყველა მაღალი ნდობით აღჭურვილმა ინსტიტუტმა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ადამიანების ჩაგვრა და მათი რაიმე სახით დაყოფა დაუშვებელია. ამ საკითხზე როგორც ხელისუფლებამ, ასევე საპატრიარქომ უნდა იმუშავოს.
"მარტივი ტესტი იქნება 3-ში და 5-ში, რამდენი სამღვდელოების წარმომადგენელი იქნება და როგორც ჩანს ბევრი იქნება, იმიტომ რომ გვაქვს რაღაც ინფორმაცია, რომ მოდიან წინამძღვრები და მათ მოყვებიან ადამიანები. ღია ჯგუფებში აორგანიზებენ ამ ყველაფერს, რომ ეს ეპარქია გიერთდებათ, ამდენი ადამიანი მოდიან და ა.შ.
სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი აქვთ სხვადასხვა საშუალება, სადაც პირდაპირ იგეგმება, ვინ რომელ ადგილზე უნდა დადგეს, რა ტრანსპორტით უნდა ჩამოვიდეს და ა.შ.
ტესტი იქნება 3 და 5 ივლისი, ერთის მხრივ, საზოგადოების, რომელიც აღარ უნდა შეშინდეს, იმიტომ რომ ეს იყო შემთხვევა, როცა თბილის პრაიდის გვერდით დადგა ფაქტობრივად მთელი სამოქალაქო საზოგადოება. უბრალოდ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხს ესე შორიდან ვუყუროთ, ვუგულშემატკივროთ, რომ ყოველდღე არ გვესმოდეს თუნდაც ამ ადამიანების ჩაგვრის, დასახიჩრების, მოკვლის ამბები, გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ ყველანი დავუდგეთ გვერდში და შევცვალოთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს,“ - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
ის, ასევე აღნიშნავს პოლიციის ეფექტურ მუშაობასაც და ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლეს.