20 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
ისრაელმა "ჰამასის" იარაღის ქარხანა დაბომბა 

ისრაელმა ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" იარაღის ქარხანა დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ჰამასის" წევრები ქარხანას იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ.

მათ მიერ განხორციელებული ავიაიერიში კი პასუხი იყო ღაზიდან ცეცხლგამჩენი საჰაერო ბურთების გაშვებაზე, რის შედეგად, ისრაელის ტერიტორიაზე ხანძრის კერები გაჩნდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები