20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება ანაზღაურების კომპონენტში მოხდება - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ექიმები არ გაითვალისწინებენ ჰოსპიტალიზაციის არსებულ კრიტერიუმებს, ანაზღაურების კომპონენტში დამატებითი რეაგირება მოხდება. 

"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიზნობრივია ჰოსპიტალიზაცია. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, ეს კონტროლის ქვეშაა და არ ხდება 30%-ზე მეტი მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია, რაც ჯდება ნორმის ფარგლებში. არის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რომელიც შემუშავდა პანდემიის დაწყებისთანავე და შემდეგ ამ კრიტერიუმებმა განიცადეს სახეცვლილება, რათა ის ყოფილიყო მეტად მიზნობრივი.

ჩვენი ექიმები ვალდებულები არიან გაითვალისწინონ ეს კრიტერიუმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იქნება თუ რამდენად მიზნობრივი იყო მათი ჰოსპიტალიზაცია და ანაზღაურების კომპონენტში მოხდება დამატებითი რეაგირება,"-განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები