Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი სალონიკის მიმართულებით შესრულდა. ბორტზე 115 მგზავრი იმყოფებოდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო ხომალდის დაბრუნებას და აღდგენილი რეისის შესრულებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.