პანდემიის შემდეგ პირველად, თბილისში ფესტივალი "ღვინის სოფელი" ჩატარდა, რომლის ორგანიზატორიც ღვინის კლუბი იყო.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მთავარი მიზანი ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციაა და სოფლებში მევენახე-მეღვინეების ხელშეწყობაა.
პანდემიის გამო ფესტივალის ღია ცის ქვეშ ჩატარება წელს პირველად მოხერხდა. "ღვინის სოფელის" მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინოს პოპულარიზაცია და საქართველოში ღვინის კულტურის კიდევ უფრო ამაღლებაა. ფესტივალამდე კი, მცირე მარნის წარმომადგენლებმა ერთ წლიანი გადამზადება გაიარეს. პროექტი "ღვინის კლუბმა" USAID-ის მხარდაჭერით განახორციელა.
ფესტივალს მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა, ღონისძიებაზე 21 მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი. ღვინის მოყვარულები და მეღვინეები ამავე ფორმატში და უფრო მასშტაბურ ღონისძიებაზე რამდენიმე თვეში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.