მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს სოფელ ფონიჭალაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომპანიის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს ქვები ესროლეს. დამტვრეულია ტელეკომპანიის აპარატურა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი ადგილზე სავარაუდო სპეცოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. ეს ჟურნალისტზე უკვე მეორე თავდასხმაა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.