თბილისი პრაიდის დახურულ ოფისთან წერილი დატოვეს. "ქართული მარშის" ლიდერის თქმით, მათ პრაიდის ხელმძღვანელობასთან ცივილური საუბარი სურთ. საკითხი ხვალინდელ ღირსების მარშს შეეხება. როგორც ირაკლი შიხიაშვილმა მედიას უთხრა, იგი მარტო მივიდა ოფისთან, რათა თბილისი პრაიდის ხელმძღვანელთან ხვალინდელი გეგმები განეხილა.
"ჩემი მოსვლის მიზანი გახლავთ, რომ ლგბტ პრაიდის წარმომადგენლობას, მის ხელმძღვანელს გიორგი თაბაგარს გადავცე ჩვენი წერილი და სურვილი გვაქვს, ვისაუბროთ, მათ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ, 5 ივლისის ე.წ ღირსების მარშთან დაკავშირებით. ეს გვინდა ცივილურ ფორმებში, რომ არ ჰქონდეს ვინმეს წარმოდგენა და იმის ფიქრი, თითქოს ჩვენ ვართ აქ როგორც მოძალადეები, ან ქსენოფობები, ან ჰომოფობები მოსული. კარგად ხედავთ, მოვედი მარტო და ვსაუბრობ პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით,"- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.