20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"მუსლიმთა სამმართველო გაემიჯნა ჰომოფობიურ განცხადებას" - სოლიდარობის თემი

"სოლიდარობის თემის" მოთხოვნით, მუსლიმთა სამმართველომ, წაშალა განცხადება, სადაც "ღირსების მარშს" გმობდნენ. ამის შესახებ "ფეისბუქზე" "სოლიდარობის თემი" წერს.  

"დღეს, "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" ვებ-გვერდზე გაზიარებულ იქნა ლგბტქ+ "პრაიდის" საწინააღმდეგო განცხადება, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში მოთხოვნილი იყო, რომ არ დაშვებულიყო "პრაიდის" გამართვა.

რადგანაც "სოლიდარობის თემისთვის" მიუღებელია ადამიანების რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, დავუკავშირდით "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს", საკითხის გარკვევის მიზნით. ჩვენი მხრიდან, მკაცრად იქნა დაგმობილი განცხადების შინაარსი და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მიუღებელია მუსლიმი თემის სახელით, მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს.

"სოლიდარობის თემთან" კონსულტაციის შემდგომ, სამუფთო გაემიჯნა აღნიშნულ განცხადებას, რის გამოც იგი ოფიციალური გვერდიდან წაიშალა.

მიგვაჩნია, რომ ლგბტქ+ "პრაიდის" საკითხი არ ეხება მხოლოდ ერთ თემს, დღეს "პრაიდის" ღონისძიების უსაფრთხოდ და სრულფასოვნად ჩატარება გადამწყვეტია სამოქალაქო მშვიდობისა და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები