03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ქუთაისში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავი ახადა

ქუთაისში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავი ახადა. საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ეზოში კი გადმოვარდნილმა სახურავმა ავტომანქანაც დააზიანა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ქარმა რამდენიმე წლის წინ გარემონტებულ კორპუსს სახურავი გადახადა. მოსახლეობა დახმარებას მთავრობისგან ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.

სინოპტიკოსების პროგნოზით. დასავლეთ ასქართველოში ხვალ ისევ ქარი იქროლებს, უამინდობა იქნება, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოშიც. 

დღის ამბები