20 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
ძალადობრივი ჯგუფები საყურეების გამო არასრულწლოვნებს გამოეკიდნენ - შემთხვევა მრგვალ ბაღთან მოხდა

ხმაური მრგვალ ბაღთან - ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკიდნენ, რომლებსაც საყურე ეკეთათ. პოლიციამ ადილიდან 2 პირი გაიყვანა. ამ წუთისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საყურის გამო ხეთაგურის ქუჩაზე უცხოელი ტურისტი დაჭრეს. 

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პასუხისმგებლობა - ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა, აქციაზე მისულმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კი პრაიდის ორგანიზატორებსა და მედიას.

რადიკალური ჯგუფების თავდასხმების შედეგად დაშავებული 10-მდე ჟურნალისტი, მათ შორის თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ "კურიერის" გადამღებ ჯგუფებს, დაზიანებულია "რუსთავი 2"-ის აპარატურა.

ცოტა ხნის წინ, "თბილისი პრაიდმა" განცხადება გაავრცელა. მათი განცხადებით, ღირსების მარში დღეს არ შედგება.

დღის ამბები