საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ სასულიერო პირების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს.
"კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება," - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.