20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
"ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ" - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ" - წერს გიორგი კვირიკაშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს. 

განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პასუხისმგებლობა  ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა, აქციაზე მისულმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კი პრაიდის ორგანიზატორებსა და მედიას. 

რადიკალური ჯგუფების თავდასხმების შედეგად დაშავებულია მედიის ათეულობით  წარმომადგენელი, მათ შორის თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ "კურიერის" გადამღებ ჯგუფებს, დაზიანებულია "რუსთავი 2-ის" აპარატურა.

დღის ამბები