03 სექტემბერი 2026,   22:35
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა 13 ივლისამდე გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა 13 ივლისამდე გადაიდო.

დღეს დაცვის მხარემ პროცესზე ორი შუამდგომლობა დააყენა. მსჯავრდებულის ადვოკატებმა სასამართლო სხდომების ღიად ჩატარება მოითხოვეს, რომელზეც დასწრება მედიის წარმომადგენლებსაც შეეძლებოდათ, ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მეორე შუამდგომლობა კი, რომელიც დაცვის მხარემ დააყენა, საქმის პროკურორების აცილება იყო. მოსამართლემ მსჯავრდებულების უფლებადამცველებს შაუმდგომლობის გასამყარებლად, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა დაავალა, რაც დღეს ჩანიშნული სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი გახდა. 

სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია გაიმართა. მსჯავრდებულების ოჯახის წევრების თქმით, ისინი მოითხოვენ სამართლიან სასამართლოს და ობიექტურ გამოძიებას.

სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია გაიმართა. მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების თქმით, ისინი სამართლიან სასამართლოს და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

დღის ამბები