20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ძალადობის პრობლემა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანების საერთო გამოწვევაა - გიორგი თაბაგარი

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციაზე იმყოფება.

"წარმოუდგენელი ძალადობა იყო 5 ივლისს თბილისის ქუჩებში. დაგვდევდნენ აქტივისტებს, ცემდნენ ჟურნალისტებს. მაგრამ დღეს აქ შეკრებილი ადამიანებმა თანამოქალაქეებს უთხრეს, რომ ძალადობას არ იქნება ის ფორმა, რომ ჩვენ ურთიერთობაში დავნერგოთ და იმედი გვაქვს ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მშვიდობიანად შევძლებთ შეკრებას, ისე, რომ ეს არ იქნება ძალადობის წყარო.

გუშინ ჩვენ არ გვქონდა საერთოდ პოლიციის მხარდაჭერა და ეს იყო რაღაც სახელწიფო ჩამოშლილი, ინსტიტუციების გარეშე. ჩვენ იმის თქმა გვინდოდა ყოველთვის, რომ ძალადობის პრობლემა მხოლოდ ჩვენი არაა, არამედ ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანების საერთო გამოწვევაა, ამიტომ გვჭირდება ერთად დგომა," - განაცხადა გიორგი თაბაგარმა  "კურიერთან" საუბრისას.

 

დღის ამბები