შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ტურისტის დაჭრა "თბილისი პრაიდს" არ უკავშირდება.
"აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებელად, ეს მოხდა ვარანცოვზე. ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია იქ. მიეჭრა ეს კონკრეტული პირი და მოახდინა სულ სხვა ლოკაციაზე, სულ სხვა ადგილას მისი ჯანმრთელობის დაზიანება. ჩვენ დაწყებული გვაქვს გამოძიება, დაკავებულია ეს პირი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და გვეცოდინება საბოლოო პასუხები,“ - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
პოლონელი ტურისტი 5 ივლისს თბილისში დაჭრეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თავს საყურის გამო დაესხნენ.