26 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის ადმინისტრაციაზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კლოდ ჟოზეფმა გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, 7 ივლისს გამთენიისას მოიზის რეზიდენციაში უცნობი პირები შეიჭრნენ და მას და მის ცოლს ესროლეს. მოიზი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ცოლი კი საავადმყოფოში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელები ესპანურად საუბრობდნენ.

კლოდ ჯოზეფის თქმით, ჰაიტის ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს და ძალაუფლებას ინარჩუნებს.

ჟოვენელ მოიზი ქვეყანას სათავეში 2017 წელს ჩაუდგა. 2019 წელს ჰაიტიში გაიმართა საპროტესტო აქციები მის წინააღმდეგ. მიტინგის მონაწილეები გამოდიოდნენ აშშ-ს წინააღმდეგ და რუსეთს დახმარებას სთხოვდნენ.  აქციებზე წვავდნენ აშშ-ის დროშებსაც.

ჰაიტი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და განუვითარებელი ქვეყანაა მსოფლიოში. 2019 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ ქვეყანაში იყო 2,9 ათასი დოლარი, ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში 198-ე ადგილზეა.

დღის ამბები