20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - მორიგი პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა

რუსთაველის გამზირზე წუხელ დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ პარლამენტთან შემდგარ სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა და ის ამ აქციის მონაწილე ერთადერთი დაკავებულია.  ოჯახის თქმით, არ იციან კონკრეტულად რას მოჰყვა დაპირისპირება. 

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა. მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან.

 

დღის ამბები