19 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
გორში ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს - "კურიერის" ინფორმაციით საქმეში 17 პირი ფიგურირებს 

ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში - "კურიერის" ინფორმაციით სამართალდამცავებმა ათზე მეტი პირი დააკავეს.

გორის გარდა სპეცოპერაცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებშიც ჩატარდა, მათ შორის რუსთავში.  

გორში დაკავებულებს შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში ბრალი უკვე წაუყენეს. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ არცერთი დაკავებული ბრალს არ ეთანხმება და შესაბამისად, მათ ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერეს. 

"ამ ეტაპისთვის, გორის სამხარეო პოლიციის შენობაში, ბრალი ხუთივე პიროვნებას წარედგინა. არცერთი მათგანმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და ყველგან ერთი და იგივე არის განმარტება, რომ ისინი თავს არ ცნობენ დამნაშავედ, არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალდებას და სწორედ ამის საფუძველზე, ისნი ხელს არ აწერენ ბრალის დადგენილებაზე,"- აცხადებს ადვოკატი ნინო შავშიშვილი.

დღის ამბები