19 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

გლდანში, მე-3 მიკროში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური დანაყოფები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 
დღის ამბები