20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
500-მდე სხვადასხვა ვაკანსია - გლდანის პროფესიულ კოლეჯში დასაქმების ფორუმი გაიმართა

გლდანის პროფესიულ კოლეჯში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე 35-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნეს კომპანიამ შრომის ბაზარზე აქტიური 500-მდე ვაკანსია წარმოადგინა სხვადასხვა სფეროდან.

ფორუმის მსვლელობისას დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ქონდათ უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისაგან მიიღოთ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე.

დასაქმების ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გახსნეს. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

დღის ამბები