11 ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაცია და ქურდებთან კავშირისთვის დაკავებული 25 პირი. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის, ბრალი დამატებით ციხეში, ოთხ მსჯავრდებულს წაუყენეს. ძალოვანი უწყება სპეცოპერაციას 6 თვის განმავლობაში ამზადებდა.
ოფიციალური ვერსიით, დაკავებულები სისტემატიურად მონაწილეობდნენ საქმის გარჩევებში და ცდილობდნენ სხვადასხვა პირებისთვის საკუთარი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით თანხა გამოეძალათ.
კრიმინალური საქმიანობისთვის მრავალგზის ნასამართლევ პირებს ქალაქ რუსთავში სპეციალური სივრცე ქონდათ მოწყობილი.
ძალოვნებმა დაადგინეს ისიც, რომ დაკავებულებს კავშირი ქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 ე.წ. კანონიერ ქურდთან, მათ შორის კახა შუშანაშვილთან და ნამიქ სალიფოვთან.