ინფიცირებული ახალშობილების მდგომაროება კრიტიკულია. ორ თვემდე ჩვილები რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე არიან - არის ალბათობა, რომ მათ დელტა შტამი აქვთ.
საქართველოსთვის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. ერთ-ერთი ახალშობილი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა შემოყვანილი, სპეციალისტები უკვე ბავშვების ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.