02 სექტემბერი 2026,   16:33
ვრცლად
კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირი - აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირის საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

ამ დროისთვის საქმე ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული ბრალდება კიდევ უფრო დამძიმდეს.

სამართალდამცველები ამავე საქმეზე  კიდევ 2 ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს ეძებენ. 4-ს კი სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუმძიმდება.

დაჯგუფების მიერ დაზარალებულია 100-ზე მეტი მოქალაქე. ოფიციალური ვერსიით, ჯგუფი სისტემატურად მონაწილეობდა საქმის გარჩევებში და ამისთვის მათ სპეციალური სივრცეც კი ჰქონდათ რუსთავში მოწყობილი.

მასშტაბური სპეცოპერაცია გუშინ 11 ქალაქში პარალელურ რეჟიმში ჩატარდა.

დღის ამბები