04 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
საქართველოსა და უკრაინის აბორდაჟის ჯგუფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მრავალეროვნული საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა უკრაინის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ბერძენი ინსტრუქტორების ჩართულობით, დაგეგმეს და განახორციელეს მაღალი რისკის შემცველი აბორდაჟის ოპერაცია, რომელიც მოიცავდა დამრღვევი გემის შეჩერებას, ტაქტიკური კიბით ასვლას, გადაადგილებას, ხომალდზე მყოფი პირების შემოწმების პროცედურებს და გემზე კონტროლის დამყარებას.

დღის ამბები