20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
"ბოლო 2-3 კვირის მანძილზე მომართვიანობა გაზრდილია, ამას პირბადეების მოხსნას და დელტა შტამს ვუკავშირებ" - ინფექციონისტი კახა ჩომახიძე

ინფექციონისტი კახა ჩომახიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია.

ინფექციონისტი ამას როგორც პირბადეების მოხსნას, ასევე დელტა შტამის გავრცდელებას უკავშირებს.

"ჩვენი ცენტრი ფაქტობრივად გადავსებულია, კლინიკაში სულ 76 პაციენტი წევს. სამი და ორი კვირის წინ შედარებით ნაკლები იყო პაციენტების რაოდენობა და დღეს ასეთი სიტუაციაა.

მომართვიანობა გაზრდილია ნამდვილად. ამ ყველაფერს ვუკავშირებ ნიღბის მოხსნას. ინდური შტამიც ფიგურირებს და ესეც ხელს უწყობს მომართვიანობის გაზრდას.

ჯერჯერობით ლაბორატორიული დადასტურებული პასუხი არ გვაქვს, თუმცა სავარაუდოდ ჩვენც გვყავს დელტა შტამის პაციენტი,"-აღნიშნა კახა ჩომახიძემ.

კახა ჩომახიძის ინფორმაციითვე, მათ კლინიკაში იყვნენ პაციენტები, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქი იყო და როგორც ინფექციონისტი ამბობს, კლინიკიდან მალევე გაეწერნენ.

დღის ამბები