მოსამართლეობის კანდიდატები კვლავ პოლიტიკური დისკუსიის საგანია - ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე პარლამენტი უკვე გაესაუბრა რვა კანდიდატს. მომავალ კვირას საკითხი უკვე რიგგარეშე სესიაზე გავა. სანამ უვადო მოსამართლეობის მსურველებს კენჭს უყრიან, დღეს ორ მათგანს საკომიტეტო ფორმატში მოუსმინეს.
ოპოზიციონერი დეპუტატების და მესამე სექტორის კითხვები ძირითადად ისევ სასამართლო სისტემის გავლენიან ჯგუფებს ეხებოდა. ორივე კანდიდატმა ე.წ. კლანის თემა ოპოზიციის და მესამე სექტორის პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუკავშირა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ბრალდების ადრესატები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები იყვნენ. საპასუხო კრიტიკის მოსმენა ბიძინა სტურუას დღეს თავადაც მოუწია კომიტეტის სხდომაზე მყოფი მესამე სექტორის წარმოამდგენლებისგან.
ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და გავლენიანი ჯგუფის არსებობა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვების მთავარი თემა იყო.
როგორი იყო სასამართლო 2012 წლამდე და მას შემდეგ - მმართველი გუნდის დეპუტატების ამ შეკითხვას მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ არცერთ ეტაპზე ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილა.
სასამართლოს წარსული და მომავალი აქტუალური საკითხი იყო მეორე კანდიდატთანაც, რომელთან გასაუბრებაც დეპუტატებმა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყეს. ლაშა ქოჩიაშვილი ამჟამად სააპელაციო სასმართლოს მოსამართლეა, მასაც ჰკითხეს რატომ და რისთვის სურდა უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გამწესება. შეახსენეს წარსულში განხილული საქმეები და გახმაურებული გადაწყვეტილებებიც. არ დავიწყებიათ კითხვა ლევან მურუსიძესთან დაკავშირებითაც, თუმცა კანდიდატთან ინტერესის სფერო მხოლოდ სამართლებრივი საკითხები არ ყოფილა.
იურიდიული კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ხვალ დაასრულებს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთ მოსამართლეს მოუსმენს.
ვინ მოირგებს უვადო მოსამართლის მანტიას ქვეყნის უზენაეს სასაამრთლოში - ეს დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე უახლოეს პერიოდში 76 ხმით უნდა გადაწყვიტონ.