ტურისტული სეზონის პარალელურად, საქართველოში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ჩამოდიან.
ამჯერად ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე საავიაციო გამომცემლობა "ბიზნეს თრეველერი" დაწერს. საქართველოს ზღვის და მთის უნიკალურ კურორტებს, ღვინის კულტურას და ისტორიულ საგანძურს - სპარსეთის ყურის ოცამდე აეროპორტის მილიონობით მგზავრი გაეცნობა.