თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ბრალდების მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ 5-ვე პირის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც დაკმაყოფილდა.
ბრალდებულები ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტებს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორს და "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.
ცნობისთვის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ 5 პირი დააკავეს.