შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
AstraZeneca-ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.
AstraZeneca-ს ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.
ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
"ეს დოზები არის სრულად საკმარისი იმისთვის, რომ გაგრძელდეს მეორე დოზებზე რეგისტრაციის პროცესი და ასევე, სრულად მოვიცვათ მოქალაქეები, ვინც უკვე ჩაიტარა პირველი ვაქცინაცია და ასევე, იქნება გარკვეული რაოდენობა ვაქცინები იმ პირებისთვის, ვინც იყო დარეგისტრირებული პირველი დოზების მისაღებად. ვაქცინაციის პროცესი სრულად განახლდება უახლოეს დღეებში,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.