20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მე-9 კანდიდატს უსმენენ

იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-9 კანდიდატს უსმენენ. გიორგი შავლიაშვილს მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

დეპუტატებს გიორგი შავლიაშვილის მიმართ საკმაოდ კრიტიკული კითხვები ჰქონდათ. დღევანდელ კომიტეტის სხდომას ოპოზიციის მცირე ნაწილი ესწრებოდა.

გიორგი შავლიაშვილს 16 წლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს, ის 2005-09 წლებში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და მის მიმართ, სწორედ ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დაისვა კითხვები, მათ შორის კითხვები ეხებოდა სანდრო გირგვლიანის საქმესაც.

კითხვები დაისვა ე.წ. კლანის არსებობასთან დაკავშირებით. 

გიორგი შავლიაშილი სამოქალაქო სექტორის კითხვებსაც უპასუხებს. 

დღის ამბები